სასწავლო პროექტი
თემა: ეს ჩვენი სამშობლოა
სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა
პროექტის სახელწოდება: საქართველოს ტერიტორიულ–ადმინისტრაციული ერთეულები
პროექტის მთავარი იდეა: საქართველოს ადგილი მსოფლიო თანამეგობრობაში,
საქართველოს ბუნებრივი რესურსები, ტყის რესურსები, სახელმწიფო ნაკრძალები და ეროვნული პარკები, წიაღისეული რესურსები და მოპოვებითი მრეწველობა, წყლის რესურსები, საკურორტო პოტენციალი
პროექტის აქტუალობა: რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს შესახებ
პროექტის მიზანი: ვიცოდეთ ყველაფერი ჩვენი სამშობლოს შეახებ.
პროექტის მიზანი: ვიცოდეთ ყველაფერი ჩვენი სამშობლოს შეახებ.
მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეთა გათვითცნობიერება საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში, საქართველოს ადგილი მსოფლიო თანამეგობრობაში, საქართველოს ბუნებრივი რესურსების რუკის შედგენა, რეგიონების მიხედვით ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულების და ბუნებრივი რესურსების ცხრილის შედგენა, საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივები, წარმატებული პრეზენტატორის სურვილით ექსკურსიის მოწყობა– საქართველოს ერთერთი კუთხის დათვალიერება.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური რუკა, კომპიუტერის დახმარებით მასალის მოძიება, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და სტატისტიკის დეპარტამენტის მასალების გაცნობა.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს ეძლევათ დავალება მოიძიონ საქართველოს ტერიტორიულ ადმინისტრაციული ერთეულების: აფხაზეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა–თიანეთის, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის, სამეგრელო ზემო სვანეთის, სამცხე ჯაქვახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის შესახებ ინფორმაცია.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფიის, ისტორიის, საგნების მიხედვით საქართველოს შესახებ საინფორმაციო წყაროს გაცნობა, ეროვნული სასწავლო გეგმის მიxედვით საქართველოს ეკონომიკის სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვება.
პროექტის ხელმძღვანელი: ნარგიზა ტყეშელაშვილი
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
No comments:
Post a Comment